ფინეთის ხელისუფლება, რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეზღუდისთვის ემზადება. ამის შესახებ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცახდა.
მისი თქმით, ფინეთის ხელისულრბა უკვე ჩამოყალიბდა, თუ რა ფორმით შეაჩერებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას.
„პრაქტიკაში, ეს [შეზღუდვა] ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ტურისტულ ვიზის ასაღებად შესაბამის უწყებას ორშაბათს, ხოლო სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შეგიძლიათ წარადგინოთ საბუთები ოჯახური მდგომარეობის შესაბამისი, სწავლის, სამუშაო ან სხვა ტიპის ვიზის მისაღებად," - განმარტა ჰაავისტომ.
მისი თქმით, ინოვაციები მნიშვნელოვნად შეანელებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე ვიზების გაცემას და ისინი ეროვნულ დონეზე განხორციელდება. მისი თქმით, ამ გზით ფინეთს თავად შეუძლია შეზღუდოს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ამასთან, ჰაავისტომ აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეები ფინეთის საზღვრის გადაკვეთას, სხვა ქვეყნის მიერ გაცემული შენგენის ვიზით მაინც შეძლებენ.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.