Reuters: ისრაელმა სირიაში, რუსეთის მთავარი ბაზის სიახლოვეს სარაკეტო იერიშები მიიტანა

ისრაელმა სირიაში, ირანულ სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის მთავარი ბაზის სიახლოვეს სარაკეტო იერიშები მიიტანა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

სააგენტო სირიელ სამხედროებზე დაყრდნობით წერს, რომ დარტყმების სამიზნეს წარმოადგენდა ირანული რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ გავლენის ქვეშ მყოფი ჩრდილო-აღმოსავლეთ შემოგარენი.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ ისრაელმა ბოლო წლებში ირანულ სამიზნეებზე ასობით დარტყმა განახორციელა, მაგრამ ამ დრომდე თავს არიდებდა რუსეთის მთავარი ბაზის სიახლოვეს სარაკეტო იერიშებს.

დარტყმები ქალაქ ტარტუსში განხორციელდა, სადაც რუსული საზღვაო ძალების ბაზა მდებარეობს. მოსკოვის მთავარი საჰაერო ბაზა ასევე მდებარეობს ლატაკიის პროვინციაში.

ისრაელსა და რუსეთ შორის დაძაბულობა ებრაული სააგენტოს საკითხის გარშემო გაიზარდა.