ოფიციალური თბილისი უსამძიმრებს ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს და მეგობრებს, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთში მომხდარი აფეთქების შესახებ მწუხარებას გამოთქვამს.
„ინფორმაცია სომხეთში, ერევანში მომხდარი ძლიერი აფეთქების შესახებ შოკისმომგვრელია. ვუსამძიმრებთ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ რთულ დროს“, – ნათქვამია საგარეო უწყების წერილში.
შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა.
აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.