„თალიბანს“ რუსული ნავთობის ბარტერით ყიდვა სურს

„თალიბანის“ მთავრობის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა, ნურადინ აზიზიმ რუსულ სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „თალიბანი“ განიხილავს ერთი მილიონი ბარელი ნავთობის შეძენას და ბარტერის ვარიანტს, თუ რუსეთი ავღანური პროდუქციით დაინტერსდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„თალიბანის“ დელეგაცია მოკსოვში 14 აგვისტოს ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ამერიკელმა სამხედრომ ავღანეთი 2021 წლის აგვისტოში დატოვა. 

აშშ-ის და NAT0-ს სამხედროები ქვეყნიდან გავიდნენ. „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებაში ამის შემდეგ დაბრუნდა.

ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის ქაოსური პროცესის დროს მოხდა ტერაქტიც, რომელსაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა სულ მცირე 200 ადამიანი.

საერთაშორისო თანამეგობრობა თალიბანის მიერ შექმნილ მთავრობას ლეგიტიმურად არ ცნობს.