11 იანვარს მოსკოვში ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება

სომხეთის პრემიერი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, პირველად ომის შემდეგ ერთმანეთს მოსკოვში შეხვდებიან . მოლაპარაკებები შეეხება კონფლიქტის ზონაში მოხვედრილ ხალხს, მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობა ვლადიმერ პუტინიც მიიღებს. ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება, ომის ზონის მაცხოვრებლების დახმარება და ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენას, კრემლის მიერ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრის ინიციატორი პუტინი არის.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს, ორივე მხარეს 5,500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.