აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები - „წყალქვეშა შეტევა“ მიმდინარეობს. ინფორმაციას თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, სწავლება - „წყალქვეშა შეტევითი და სამძებრო-სამაშველო ოპერაციები“, „ბრძოლა საცხოვრებელ ადგილებში“ და სანაპირო შეტევა“ აზერბაიჯანსა და თურქეთში მიმდინარე წვრთნების ფარგლებში ტარდება.