უკრაინა რუსი ოლიგარქების კუთვნილი ქონების იდენტიფიცირების მიზნით, შვეიცარიასთან მუშაობს. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა შვეიცარიაში, არტემ რიბჩენკომ რადიო NV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, შვეიცარიაში რუსული ინვესტიციები „საკმაოდ ბევრია", მაგრამ ამ თანხების ინვესტირება სხვადასხვა გზით ხდება, ამიტომ, ყოველთვის არ არის მკაფიო, არის თუ არა ის რეალურად, რუსული ფული.
ამ კონტექსტში დიპლომატმა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
ცნობისათვის, დიდ ბრიტანეთში პირველი აგვოსტოდან ფულის გათეთრების შესაჩერებლად ახალი ზომა ამოქმედდა. ახალი სისტემა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ფონზე დაინერგა.
ამიერიდან, ნებისმიერ უცხოური კომპანია, რომელიც დაინტერესებულია მიწის ან ქონების შეძენით დიდ ბრიტანეთში, რეალური მფლობელები უნდა გაამჟღავნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმა დაახლოებით, დღეში 2500 ფუნტს შეადგენს, ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.