რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, საწვავის შეტანასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეფერხებაა.
რადიო თავისუფლების ცნობით, ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა «АЗиД“-მა გარკვეული ტიპის ნავთობპროდუქტების რეალიზაციაზე შეზღუდვები დააწესა.
„ივნისში დადებული კონტრაქტებით გათვალისწინებული მიწოდების მნიშვნელოვანი წილი აფხაზეთის რესპუბლიკაში, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ შემოსულა. ბენზინგასამართი სადგურების ქსელში საჭირო რაოდენობის საწვავი ადრე გაკეთებული რეზერვების ხარჯზე ნარჩუნდებოდა. ვითარება „АЗиД“-ის ქსელში გამწვავდა დატვირთვის ზრდით, რაც სხვა სადგურებში შექმნილი დეფიციტის გამო წარმოქმნილმა ზეწოლამ გამოიწვია“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ტელეგრამის არხი D News Abkhazia, „Роснефти“-ს ბენზინგასამართ სადგურებთან გრძელი რიგების შესახებ იუწყება. დე ფაქტო რესპუბლიკის „მთავრობა“ ამ საკითხს ჯერ არ გამოხმაურებია.