ტრამპის ოპონენტები 11 იანვარს, შესაბამისი რეზოლუციის წარდგენას და იმ მუხლების დასახელებას აპირებენ, რომლითაც ისინი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ. ეს პირველი შემთხვევა იქნება აშშ-ის ისტორიაში, როდესაც თეთრი სახლის ლიდერის იმპიჩმენტს კანონმდებლები მეორედ ეცდებიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
დემოკრატები ტრამპს აჯანყების წაქეზებაში სდებენ ბრალს და ამტკიცებენ, რომ ტრამპის ქმედებები ეროვნულ უსაფრთხოებას და კონსტიტუციას ემუქრებოდა.
„ჩვენ გვაქვს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ტრამპი ბრბოს აქეზებს. ასევე ჩანაწერი, რომელშიც ბრბო ძალადობს და კაპიტოლიუმს შტურმით იღებს “, – განაცხადა დემოკრატმა კონგრესმენმა, ტედ ლიემ, რომელიც იმპიჩმენტის შესახებ ინიციატივის ავტორია.