დღეს თურქეთი უშიშრად იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს ყველა პლატფორმაზე, მათ შორის, გაეროსა და NATO-ში და აღწევს შედეგებს თავისი ეფექტიანი დიპლომატიის საშუალებით“, - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამართლიანობისა და განვითარების (AK) პარტიის შეხვედრაზე განაცხადა.
მმართველი პოლიტიკური გაერთიანება დაარსებიდან 21 წლისთავს აღნიშნავს. ერდოღანმა დაამატა, რომ თურქეთმა გააძლიერა საგარეო პოლიტიკა და მოიპოვა პრესტიჟი და თავდაჯერებულობა.
მისივე თქმით, თურქეთმა თავისი ძლიერი არმიით, ანტიტერორისტული ოპერაციები ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, „სხვების თანხმობის მოთხოვნის გარეშე“ ჩაატარა და ბოლო 21 წლის განმავლობაში, თურქეთი გახდა „უფრო დემოკრატიული და თავისუფალი" ქვეყანა, რომელიც მოქალაქეებს თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს.