BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, რუს ჯარისკაცებს ოჯახები მელიტოპოლიდანაც გაჰყავთ. ქალაქის მერის, ივან ფედოროვის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ბოლო ერთი კვირაა, აქტიურ ქმედებებზე გადავიდნენ, რუს სამხედროებს მათი ოჯახები ქალაქიდან გაჰყავთ.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხერსონის ხელისუფლებამ კვირას განაცხადა, რომ ზოგიერთმა რუსმა მეთაურმა ქალაქი დატოვა.
ამასთანავე, მედიაში 9 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონიდან რუსი სამხედროების ოჯახების გაყვანა დაიწყო.
ომის შემსწავლელი ინსტუტის ანგარიშშია აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში გაანადგურეს სახმელეთო მარშრუტები, რაც ხელს შეუშლის რუსეთის ფედერაციას, მხარი დაუჭიროს თავის ჯარებს საწვავით, საბრძოლო მასალითა და მძიმე ტექნიკით.