პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: წლები გადის, მაგრამ ერთი რამ მუდმივია - რუსეთი ბოროტების იმპერიის აღდგენას ცდილობს

„წლები გადის, მაგრამ ერთი რამ მუდმივია - რუსეთი ბოროტების იმპერიის აღდგენას ცდილობს“, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ჟურნალისტებს ვარშავაში განუცხადა. პოლონეთი დღეს შეიარაღებული ძალების დღეს აღნიშნავს. 

„წლები გადის, მაგრამ ერთი რამ მუდმივია - რუსეთი ცდილობს თავისი იმპერიის აღდგენას, ის ყოველთვის ბოროტების იმპერიაა. ის ყოველთვის სჩადის ომის დანაშაულებს“, - განაცხადა ბლაშჩაკმა.

თავის მხრივ, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ დღესთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ პოლონელ სამხედროებს პოლონურ ენაზე მიმართა.

„დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, ჩვენ კვლავ ერთად ვხვდებით მრავალსაუკუნოვან მტერს.

„ვარშავის ბრძოლაში თქვენმა ხალხმა დაიცვა თავისი სახელმწიფოებრიობა და იხსნა ევროპა ბოლშევიკების შემოსევისგან. ამ ომში პოლონეთის მოკავშირე, უკრაინის სახალხო რესპუბლიკა იყო. დღეს, ისევე როგორც 102 წლის წინ, კვლავ ერთად ვდგავართ მრავალსაუკუნოვანი მტრის წინაშე.

მე უაღრესად მადლიერი ვარ პოლონელი ხალხის,  დახმარებისა და მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ზალუჟნიმ.