Tesla-მ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრომობილის გაყიდვა შეწყვიტა

ამერიკულმა კომპანია Tesla-მ ყველაზე პოპულარული ელექტრომობილის esla Model 3 Long Range-ის გაყიდვა შეწყვიტა.

12 აგვისტოდან ელექტრომობილი Tesla Model 3 Long Range ავტომწარმოებლის ოფიციალურ ვებგვერდზე დროებით მიუწვდომელია. შეკვეთის ღილაკი არააქტიურია. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მანქანის შეძენა მხოლოდ მომავალ წელს იქნება შესაძლებელი.

ეს გამოწვეულია ავტომობილზე სუპერ მაღალი მოთხოვნით, რომელიც წარმოების შესაძლებლობებს აღემატება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, Tesla-ს ზოგიერთი მოდელის წარმოების დაპაუზება ჯერ კიდევ მაისში იწინასწარმეტყველა.