15 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს დოჰას მასტერსზე

საქართველოს ნაკრების სახელით 15 ძიუდოისტი იასპარეზებს, 2021 წლის ძიუდოს პირველ საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება.

ტურნირი 11 იანვარს დაიწყება.

ძიუდოისტები, რომლებიც მომავალ ტურნირზე იასპარეზებენ (კაცები):

ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე – 60 კგ, ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი – 66 კგ, ლაშა შავდათუაშვილი – 73 კგ, ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი- 81 კგ, ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი – 90 კგ, ვარლამ ლიპარტელიანი – 100 კგ, გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი, გელა ზაალიშვილი – +100 კგ.

ქალები:

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი – 52 კგ, ეთერ ლიპარტელიანი – 57 კგ.