ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ფარვანის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
ამასთან, სტიქიის შედეგად დაშავებულია 17 ადამიანი, 100-მდე პირი კი დაკარგულად ითვლება.
ამ ეტაოზე, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.