დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად ვაქცინით 200,000-ზე მეტი ადამიანი იცრება

დღეის მდგომარეობით, დიდ ბრიტანეთში 2 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში მრჩეველმა მეტ ჰენკოკმა, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

”ბოლო კვირის განმავლობაში ჩვენ უფრო მეტი ადამიანი ავცერით, ვიდრე მთელი დეკემბერის განმავლობაში”- განაცხადა ჰენკოკმა. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით უკვე ორ მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა,ამასთან თებერვლის შუა რიცხვამდე მთავრობა 14 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გეგმავს.

მეტ ჰენკოკის თქმით, ვაქცინაციის ტემპი საშუალებას აძლევს ქვეყანას, რომ შეზღუდვები შემსუბუქდეს.

ბრატანეთი რამდენიმე კვირაა რაც კორონავირუსის ახალ, ძალიან გადამდებ შტამს ებრძვის, ქვეყნის მასშტაბით 3 მილიონ ადამიანს დაუფიქსირდა ვირუსი, ხოლო 80,000-ში ვირუსი ლეტალური შედეგით დასრულდა.