ფილიპინებმა რუსეთთან $227,35 მილიონიანი გარიგება გააუქმა და შვეულმფრენების შეძენას აშშ-სან გეგმავს. ვაშინგტონში მანილის ელჩის განმარტებით, რუსეთთან შეთანხმების გაუქმების მიზზეზი სანქციების თავიდან აცილებაა.
Reuters-ის ცნობით, ივნისში, პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს ექვსწლიანი ვადის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფილიპინებმა 16 რუსული სამხედრო სატრანსპორტო ვერტმფრენის მი-17 შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება აშშ-ის სანქციების შიშის გამო გააუქმა.
სამხედრო გარიგებების გარდა, ფილიპინებს, ახალი პრეზიდენტის პირობებში ასევე სურს, გააღრმაოს ეკონომიკური თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, მათ შორის წარმოების, ციფრული ინფრასტრუქტურისა და სუფთა ენერგიის სფეროებში, მოდულარული ბირთვული ენერგიის ჩათვლით.