იაპონიაში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამი აღმოაჩინეს

იაპონიის ინფექციურ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ბრაზილიიდან ჩამოსულ ოთხ მგზავრს კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩნდა. ახალ ვარიანტი,დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ აფრიკის შტატების მსგავსია. ინფორმაციას Bloomberg-ი ასაჯაროებს.

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ოთხი მგზავრიდან, რომელიც ბრაზილიიდან 2 იანვარს იაპონიის,ჰანედას აეროპორტში ჩამოფრინდა, ორს მოგვიანებით ვირუსის ახალი შტამი დაუფიქსირდა, ხოლო ერთი ქვეყანაში შემოსვლისთანავე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობის გაუარესების გამო.

ვირუსზე ინფორმაცია ჯერჯერობით ბოლომდე არაა ცნობილი, თუმცა ის წააგავს დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ აფრიკის შტამებს. ამ ეტაპზე ასევე არაა ცნობილი რამდენად გადამდებია, ან არა, ახალი შტამი და ასევე ეფექტური იქნება თუ არა ხელმისაწვდომი ვაქცინები მის წინააღმდეგ.

იაპონიის ინფექციურ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა ახალი შტამის შესახებ უკვე აცნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას; ამჟამად კი აწარმოებს კვლევას, რათა დაადგინოს, იწვევს თუ არა ვირუსის ახალი შტამი დაავადების უფრო მძიმე შემთხვევებს.