საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ედიტ მედნი იქნება.
შესაბამისი ინფორმაცია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-ზე განთავსდა.
მისივე თანახმად, ედიტ მედნი მანამდე ირლანდიაში ლატვიის საელჩოში, ასევე, ევროკავშირში ლატვიის მუდმივ წარმომადგენლობაში მუშაობდა და ხელმძღვანელობდა ქონებისა და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტს და დიპლომატიური დაწესებულებების დეპარტამენტს.
სამინისტროს პოსტს თან ერთვის ახალი ელჩის განცხადებაც.
„ლატვია არის და დარჩება საქართველოს სანდო პარტნიორი და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების და რეფორმების მხარდამჭერი. მე მხარს ვუჭერ ლატვიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების ხელშეწყობას. ჩემი მიზანია ლატვიურ დიასპორასთან მჭიდრო თანამშრომლობა“, – აღნიშნავს ედიტ მედნი.