ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც აშშ-ში ინფლაციასთან საბრძოლველად $430 მილიარდი დაიხარჯება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანონპროექტს ჯანდაცვის, კლიმატისა და საგადასახადო საკითხებზე, რის საფუძველზეც, ამ სექტორეებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად $430 მილიარდი დაიხარჯება. 

კანონპროექტი მოიცავს მთელ რიგ ზომებს, მათ შორის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას, მოქალაქეების ჯანდაცვის ხარჯების შემცირებასა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია მსხვილი კორპორაციების დაბეგვრის გაზრდა, რამაც ნაწილობრივ უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული პროგრამებისთვის საჭირო სახსრები. აშშ-ის ხელისუფლება მოელის, რომ ყველა ეს ღონისძიება მომავალში ქვეყანაში ინფლაციას შეამცირებს. 

აშშ-ის მმართველი დემოკრატიული პარტია მხარს უჭერს ამ ნაბიჯებს. რესპუბლიკელებმა კონგრესის მიერ პაკეტის დამტკიცების შემდეგ განაცხადეს, რომ ინიციატივების პაკეტში შეტანილ დიდ ხარჯებს შეცდომად მიჩნევენ.