ენერგოგიგანტი Shell-ი სექტემბერში აშშ-სა და მექსიკის ყურეს შორის მდებარე საკვანძო ნავთობსადების მუშაობას ორი კვრით აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
ნავთობსადენი ლუიზიანას ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ამარაგებს. Odyssey-ისა და Delta-ს ნავთობსადენები დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებისთვის სექტემბრის დასაწყისში ორი კვირით დაიხურება.
Odyssey-ის ნავთობსადენი მექსიკის აღმოსავლეთ ყურეში მდებარეობს და მისი სიმძლავრე დღეში 220 000 ბარელია. ის Delta-ს ნავთობსადენს უკავშირდება და ლუიზიანაში Shell Norco-ს გადამამუშავებელ ქარხნებს ნედლეულს აწვდის.