წელს შემუშავდება ბელარუსის ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც ალექსანდრე ლუკაშენკო პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზა უწოდებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ლუკაშენკო, ახალი კონსტიტუციას მოსახლეობას წლის ბოლოსთვის ჰპირდება, ხოლო ოპოზიცია მის მიღებაზე უარს აცხადებს.
ქვეყანაში, გასული წლის 9 აგვისტოდან ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს, აქციების ფონზე ლუკაშენკო მოსახლეობას სხვადასხვა დაპირებებს სთავაზობდა, მან გარკვეულ მომენტში მოქალაქეებს,პრეზიდენტის პოსტის დატოვებაც კი დაპირდა.
რუსულ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში, მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს,რომ " მოსახლეობა რეფერენდუმის გზით გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა, ახალი კონსტიტუცია," ჯერჯერობით რეფერენდუმის თარიღი უცნობია.
გამომსვლელების დაშლის ფონზე, მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გარკვეულ საკონსტიტუციო რეფორმებს გაატარრბდა,თუმცა ოპოზიცია უარს ამბობს მოცდაზე და ამტკიცებს,რომ ლუკაშენო, ამ გზით ცდილობს დაკავებულ პოსტზე უფრო დიდხანს გაჩერდეს.