კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ საავტომობილო საწვავის ბაზრის 7 თვის მონიტორინგის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარი-ივლისის პერიოდში საართველოში საწვავის იმპორტის კუთხით რუსეთი პირველია.
2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, ქვეყანაში 40 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 810 320 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი.
ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა შეადგინა 1547 ერთეული, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.
23 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 60.88%-ს. საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 40.8%, რომელსაც მოყვება რუმინეთი - 26.5% და ბულგარეთი - 13.4%.
წყარო: კონკურენციის სააგენტო
შესასწავლ პერიოდში, საერთო იმპორტის 43.9% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 56.1% - ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი - საერთო იმპორტის 34.7%;