გერმანიის მთავრობა Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH-ის მეშვეობით, საქართველოს ურბანული სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზებაში დაეხმარება. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია GIZ-ს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
2020 წლიდან გერმანია პროექტის - „მდგრადი ურბანული მობილურობა სამხრეთ კავკასიაში“ (Mobilty4Cities) მეშვეობით მუდმივად უჭერს მხარს თბილისისა და ბათუმის ადგილობრივ საქალაქო ადმინისტრაციას.
თუმცა COVID19-ის პანდემია იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება სრულფასოვანი აქტივობების განხორციელებისას, რამაც ერთობლივ რეგიონულ საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
„Mobility4Cities-მა მოამზადა რამდენიმე პროექტი, მათ შორის არის თბილისის მთავარი არტერიული დერეფნის მოძრაობის კონცეფციის მომზადება, ტრაფიკზე ზემოქმედების შეფასების მეთოდოლოგიების გაუმჯობესება და პარკირების სტრატეგია“, - წერს აზერბაიჯანული მედია.