თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს C-400-ის შესყიდვის პროცესში ცვლილებები არ მომხდარა.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული თავდაცვის ინდუსტრიის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„მოვლენებს ახალი განვითარება არ აქვს. პროცესი გრძელდება თავდაპირველად მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად“, - აცხადებენ სამინისტროში.
მანამდე, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე, რუსეთთან ახალი ხელშეკრულება გაფორმადა.