ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 17 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გასაყიდად $20 მლნ გამოიტანა.
აუქციონზე $8 305 000 აშშ გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7961 შეადგინა.
მანამდე, ეროვნულმა ბანკმა აგვისტოში, სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია 3-ჯერ განახორციელა და ჯამში $70 მილიონი შეისყიდა. ბოლო შესყიდვა 10 აგვისტიოს განხორცელდა, როცა სებ-მა $40 მილიონი შეისყიდა.
15 აგვისტოს, ეროვნული ლარი, აშშ დოლართან მიმართებით, ერთბაშად თითქმის 8 თეთრით გაუფასურდა და აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7877 ლარი შეადგინა.