იაირ ლაპიდი: ჩვენ განვაგრძობთ ისრაელის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას

თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისადმი მიძღვნილ განცხადებაში, ისრაელის პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი ამბობს, რომ ისრაელი განაგრძობს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებას.

მისივე თქმით, ურთიერთობების გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ორ ხალხს შორის კავშირების გაღრმავებას, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული კავშირების გაფართოებას და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის ბოლო სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს.

„თურქეთთან ურთიერთობების განახლება მნიშვნელოვანი აქტივია რეგიონული სტაბილურობისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივია ისრაელის მოქალაქეებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას და ისრაელის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას მსოფლიოში“, - ციტირებს ადმინისტრაცია იაირ ლაპიდის სიტყვებს.