დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეპე კოფოდ იმედოვნებს, რომ ევროკავშირი რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ ევროკავშირი ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„თუ ეს ვერ მოხერხდება საერთო გადაწყვეტილებით, დანიის მხრიდან განვიხილავთ შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთის ტურისტული ვიზების რაოდენობას“, - განაცხადა ჯეპე კოფოდმა.
„ძალიან სამარცხვინოდ მიმაჩნია, რომ რუს ტურისტებს შეუძლიათ გარუჯვა და მდიდრული ცხოვრებით იცხოვრონ ევროპის სამხრეთში, მაშინ როცა უკრაინის ქალაქები იბომბება“, - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ფინეთმა გადაწყვიტა სექტემბრიდან რუსებისთვის ვიზების გაცემის 90%-ით შეემცირება.
11 აგვისტოს ესტონეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ერთ კვირაში შენგენის ვიზების მქონე რუსებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა ქვეყანაში არ შეუშვებს. მანამდე კი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა.
რუსეთის მოქალაქეებზე ვიზებს ასევე არ გასცემენ ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და ჩეხეთი.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.