ავსტრალიაში, რუსეთის ფედერაციას საელჩოს მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს, მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულება შეუჩერდათ.
„ამის მიზეზია ის, რომ რუსეთის ფედერაციამ თავისი ახალი დიპლომატიური მისიის მშენებლობა საკმარისად სწრაფად არ დაასრულა. სამშენებლო კომპანიას 20 დღე აქვს, იმისთვის რათა დატოვოს ობიექტი, რომელიც იარალუმლაში პარლამენტთან ახლოს მდებარეობს“, - ნათქვამია ავსტრალიის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციას ავსტრალიაში უკვე აქვს საელჩო კანბერას გარეუბანში და მისი გადატანას იარალუმლუში გეგმავდა.
რუსეთის ფედერაციამ მიწა 2008 წელს იჯარით აიღო, 2011 წელს კი მშენებლობის ნებართვა მიიღო. მშენებლობა 3 წელიწადში უნდა დასრულებულიყო, თუმცა რუსულმა მხარემ დათქმული ვადა დაარღვია.