თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის ქალაქ ლვოვს, სადაც თავის უკრაინელ კოლეგას და გაეროს ხელმძღვანელს შეხვდება.
ერდოღანი პრეზიდენტ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს და სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს განიხილავს.
ორმხრივ მოლაპარაკებებს მოჰყვება სამმხრივი სამიტი გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზითა და უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტისთვის შექმნილი მექანიზმის აქტივობის გაზრდით.
გაეროს გენერალური მდივანი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების განსახილველად, 19 აგვისტოს ოდესაში გაემგზავრება. 20 აგვისტოს კი, სტამბოლს ეწვევა.