საუდის არაბეთის სპეციიალური კომისია იწყებს უზარმაზარ კვლევით პროექტს, რომლის მიზანიc წითელ ზღვაში წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენაა.
მეფე აბდულაზიზის უნივერსიტეტისა და იტალიის ნეაპოლის უნივერსიტეტის პარტნიორობით, ასევე ჩატარდება წყალქვეშა კვლევა გემებისა და სხვა ნივთების მოსაძებნად.
„წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის კვლევა მიზნად ისახავს 25-ზე მეტი წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გამოკვლევას და დოკუმენტირებას, რათა აღვადგინოთ მნიშვნელოვანი არტეფაქტები და შევაგროვოთ ნიმუშები ანალიზისთვის“, - განაცხადა კომისიამ.
კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ წითელი ზღვა და არაბეთის ყურის ნავსადგური, სამეფოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ბევრ საიდუმლოს ინახავს. საუდის არაბეთისა და იტალიელი მკვლევრების ჯგუფი უმლუჯის კვლევას ატარებს, სადაც ასობით წლის წინანდელი ჩაძირული ხომალდი ასობით ჩინურ ნივთსა და სხვადასხვა ლითონს შეიცავს. ახლა მეტი აღმოჩენაა მოსალოდნელი, რადგან სამუშაო 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.