რუსეთი ბელორუსის სამხრეთ ნაწილში, ბრესტის რეგიონში ლუნინკაში, სამხედრო ბაზასა და აეროდრომს აფართოებს.
Polskoye Radio-ს ცნობით, ამ სამხედრო ბაზას რუსი სამხედროები თებერვლიდან, ბრესტის რეგიონში როგორც სამეთაურო პუნქტს ისე იყენებდნენ.
„ამ ბაზიდან რუსეთის ჯარებმა რაკეტები უკრაინის მიმართულებით რამდენჯერმე გაუშვეს, ხოლო რუსული ავიაცია აეროპორტიდან საბრძოლო მისიებს ახორციელებდა.
როგორც აღინიშნა, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე ლუნინეცის სამხედრო აეროდრომი რეზერვი იყო და არ გააჩნდა სტრატეგიული მნიშვნელობა. იანვარში აეროდრომს ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვია და ამ ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, ეს ობიექტი რუსეთის ძალებმა დაიკავეს.
გომელის მახლობლად მდებარე ლუნინკას, ბარანოვიჩისა და ზიაბროვკას სამხედრო ბაზები რუსული არმიის მთავარი სტრატეგიული ცენტრებია ბელორუსში. აგვისტოში ზიაბროვკას ბაზა სარაკეტო სროლის შედეგად დაზიანდა“, - წერს უკრაინული მედია.