19 აგვისტოს ოკუპანტები ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას ამზადებენ, აცხადებს უკრაინის სადაზვერვო სააგენტო.
„რუსმა დამპყრობლებმა 19 აგვისტოს, მოულოდნელად გამოაცხადეს „დასვენების დღე“ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ენერგოდარში, ზაპოროჟიეს რეგიონში და განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ, ამზადებდნენ „ტერორისტულ თავდასხმას", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სააგენტომ.
მისივე თანახმად, „დამპყრობლებს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ფართომასშტაბიანი დაბომბვის შემდეგ, შეუძლიათ, „გაზარდონ ფსონები“ და მოაწყონ ნამდვილი ტერორისტული თავდასხმა ევროპის უდიდეს ბირთვულ ობიექტზე. გარდა ამისა, ეს ყველაფერი დრო შიემთხვევა გაეროს გენერალური მდივნის უკრაინაში ყოფნას“.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 19 აგვისტოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მხოლოდ ოპერატიული პერსონალი იქნება და ყველა სხვა თანამშრომელს არ დაუშვებენ.
ასევე ცნობილია, რომ Rosatom-ის წარმომადგენლებმა, რომლებიც ბოლო პერიოდში მუდმივად იმყოფებოდნენ სადგურზე, სასწრაფოდ დატოვეს ობიექტის ტერიტორია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის უკრაინაში ვიზიტის დროს, სავარაუდოდ, მზადდება რეზონანსული პროვოკაცია, რათა რუსეთი დაადანაშაულონ ადამიანის ხელით გამოწვეულ კატასტროფაში.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარება დღეს ლვოლში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. საერთაშორისი საზოგადოება მოსკოვს მოუწოდებს, გაიყვანოს ძალები ხსენებული ტერიტორიიდან, რადგან მის მიერ განხორციელებული დაბომბვები ბირთვული ავარიის რისკებს ზრდის.