ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია, თუ რუსეთის ჯარი უკრაინას დატოვებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის ნდობა არ შეიძლება და რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც რუსული ჯარები უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გავლენ.

ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მას განუცხადა, რომ ხორბლის ექსპორტის შესახებ მიღწეული შეთანხმება „დიპლომატიურ ფანჯარას ხნის“ ომის დასრულებისკენ, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ შესაძლებლობის ამ ფანჯარაში რუსული იარაღი ჩანს“.

„მე ვუთხარი ჩემი მოსაზრება თურქეთის პრეზიდენტს, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ ნდობა არ არსებობს. მიმაჩნია, რომ შესაძლებლობის ამ ფანჯარაში რუსული იარაღია გამოყოფილი. ძალიან მიკვირს, რომ რუსეთი მზადაა, რაიმე სახის მშვიდობისთვის. ადამიანებს, ვინც ყოველდღე კლავენ, აუპატიურებენ, ფრთოსან რაკეტებს უშენენ ჩვენს ქალაქებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, არ შეიძლება, მშვიდობა სურდეთ. ამიტომ, ჩემი აზრით, ჯერ მათ უნდა დატოვონ ჩვენი ტერიტორიები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მანამდე, თურქული მედია წერდა, რომ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს.