უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოლენივკაში მომხდარი რუსული ტერაქტის შესახებ სიმართლე უნდა დადგინდეს. სწორედ ამ მიზნით, ზელენკის თქმით, გაეროს გენმდივანთან შეხვდრისას, ადგილზე ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნის საკითხი განიხილა.
შემდეგი თემა, რომელიც ასევე წარმოადგენდა განხილვის საგანს, მარცვლეულის ექსპორტია. ზელენსკის თქმით, შედეგი არის არამარტო უკრაინისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც, რადგან იგრძნობა, რომ გლობალური სასურსათო კრიზისი მსუბუქდება.
„აქედან გამომდინარე, საჭიროა მეტი უსაფრთხოება, მეტი ექსპორტის მოცულობა, მეტი გემი, რომელსაც შეუძლია უკრაინული საკვების გატანა ჩვენი პორტებიდან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
გვიან ღამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობელი ვარ თურქეთის მზადყოფნისთვის, იტვირთოს ხარკოვის რეგიონის რეკონსტრუქცია. ეს არის მისია ჭეშმარიტად ძლიერი ქვეყნისთვის. დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა - ინფრასტრუქტურის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
ხარკოვში უკიდურესად მძიმე ღამე იყო - ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიკოლაივი და ზაპორიჟიე კვლავ დაბომბეს. რუსული არმია ხარჯავს უზარმაზარ რესურსს დონბასის დასაკავებლად. რუსი ოფიციალური პირები იმეორებენ მუქარას ოდესისა და უკრაინის სხვა ქალაქების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე. ჩვენ ვხედავთ, რაც მოხდა ოლენივკაში.
რუსი ოფიციალური პირები იმეორებენ მუქარას ოდესისა და უკრაინის სხვა ქალაქების მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ჩვენ ვხედავთ, რაც მოხდა ოლენივკაში.
ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიფიქროთ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მოვიგოთ. გავიმარჯვოთ ბრძოლის ველზე, პოლიტიკურ ფრონტზე, საინფორმაციო ომსა და ეკონომიკურ ფლანგზე, ყველგან...
გვჯეროდეს საკუთარი თავის, დავეხმაროთ ერთმანეთს, დავიცვათ უკრაინის ინტერესები და ვიცოდეთ, რომ მშვიდობა იქნება. ვინც გააზრებულად იბრძვის, ის იმარჯვებს“, - აღნიშნავს უკრაინიზ პრეზიდენტი.