ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ინდონეზიაში, მიმდინარე წლის ნოემბერში G20-ის სამიტზე ჩასვლას გეგმავენ. ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, წერს Bloomberg.
„სი ძინპინი მოვა. პრეზიდენტმა პუტინმაც მითხრა, რომ მოვა", - განაცხადა ვიდოდომ.
18 აგვისტოს, კრემლის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პუტინმა ვიდოდოსთან G20-ის სამიტის საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილა. მაგრამ ოფიციალურად ცნობილი არ არის, დაესწრება თუ არა პუტნი G20-სამიტს.
Bloomberg-ის თანახმად, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სამიტზე ყოფნა გამოიწვევს კონფრონტაციას აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და სხვა
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სი ძინპინის გეგმებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. კრემლმა ასევე უარი თქვა ამ ინფორმაციის ოფიციალურ კომენტირებაზე. თუმცა, ერთ-ერთმა რუსმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ პუტინი გეგმავს შეხვედრაზე პირადად დასწრებას.
შეგასხენებთ, რომ ინდონეზია წელს დიდი ოცეულის თავმჯდომარე ქვეყანაა. მას დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ მოუწოდეს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის გამო, ვლადიმირ პუტინის სამიტზე მიწვევა გაეუქმებინათ.