„სწავლა სიბერემდეო“ ვამბობთ ხოლმე და ვგულისხმობთ უწყვეტ განვითარებას სკოლის დამთარების შემდეგ. USAID ამ ბრძნულ მოსაზრებას იზიარებს და სწორედ ამიტომ, აქ, საქართველოში, დღეს გავაფორმეთ ურთიერთგაგების მემორანდუმი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიერ საქართველოს განათლების სისტემის მუდმივ მხარდაჭერას დაწყებითი საფეხურიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით.
USAID მხარს უჭერს დაწყებითი კლასის მასწავლებლებს მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვაში; ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდითა და ტექნოლოგიების აქტიურად ინტეგრირებით; აძლიერებს იურიდიულ და მასწავლებლის მომზადების პროგრამების ხარისხს უმაღლეს სასწავლებლებში; შეიმუშავებს და ახორციელებს კერძო სექტორთან ერთად შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნილ პროფესიულ პროგრამებს. მოუთმენლად ველით მასწავლებლებისა და სტუდენტების დიდი მიღწევებს და წარმატებებს“, - აღნიშნულია აშშ-ის საერთაშორისო გავითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისივე ცნობით, სხვადასხვა მხარდამჭერი საგანმანათლებლო პროექტის განსახორციელებლად, USAID საქართველოს მხრიდან ჯამში, 55 699 880 ამერიკული დოლარია გამოყოფილი.