ბუქარესტში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი, რუმინეთში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ განაცხადა, რომ დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილების შესახებ, რუსეთის საელჩო ინფორმირებულია.
„რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება, ვენის 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების კონვენციის დებულებებთან გამომდინარე მივიღეთ. რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა, რუმინეთის ტერიტორია ამ კვირის განმავლობაში უნდა დატოვოს", - განაცხადეს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.