უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელმა ჰაკერებმა ოკუპირებული ყირიმის ტელევიზია გატეხეს და ომზე ჩვეული პროპაგანდისა და ტყუილის ნაცვლად, რუსებს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის ნახვა მოუწიათ, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მედიის ცნობით, ეთერში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა გავიდა, სადაც მან რუს მაღალჩინოსნებს შეახსენა, რომ ყირიმის მიწაზე მშვიდად ვერ იქნებიან.
„დაე, თითოეულ რუს ჩინოვნიკს, ვინც ყირიმში ძვირფასი მიწა მიიტაცა, ახსოვდეს, რომ ეს არ არის ის მიწა, სადაც მათ მშვიდობა ექნებათ“, - აცხადებს ვიდეომიმართვაში ზელენსკი.
ამასთან, ყირიმის ტელევიზიის ეთერში, გავიდა ვიდეორგოლი - თინა კაროლის სიმღერით „უკრაინა ეს შენ ხარ“.