ავიაკომპანია Wizz Air-მა მოსკოვიდან აბუ-დაბის მიმართულებით ფრენების აღდგენის გეგმა შეაჩერა.
Wizz Air-ის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი „ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვებია".
ავიაკომპანიამ კრიტიკას Twitter-ის მეშვეობით უპასუხა და აღნიშნა, რომ ფრენას განახორციელებს აბუ-დაბის წარმომადგენლობა, რომელიც რეგისტრირებულია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და მუშაობს მისი რეგულაციების შესაბამისად. ქვეყნის სხვა ავიაკომპანიები რუსეთის მიმართულებით ფრენებს ასრულებენ.
Wizz Air Abu Dhabi-ს უდიდესი წილის მფლობელია აბუ-დაბის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ჰოლდინგი ADQ, ხოლო თავად Wizz მხოლოდ 49%-იან წილს ფლობს.
ამ თვეში ცნობილი გახდა, რომ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის აბუ-დაბის წარმომადგენლობა რუსეთში ფრენების განახლებას აპირებდა. თუმცა, ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, დაწესებული სანქციები სერვისებს კრძალავს.