Europetime-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკაიზებულია.
„ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, ცეცხლი ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.