უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყირიმის ჰაერში წელს უკვე იგრძნობა, რომ ოკუპაცია დროებითია და უკრაინას დაუბრუნდება.
„აქტიურად ვემზადებით მომავალი კვირისთვის, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წინ არის ჩვენი დროშის დღე, დამოუკიდებლობის დღე. წინ უკრაინის თავისუფლებისთვის ომის ვეტერანთა ხსოვნის დღეა და ყირიმის პლატფორმა. წელს მართლაც განსაკუთრებული პერიოდია. წელს ფაქტობრივად ყირიმის ჰაერში იგრძნობა, რომ ოკუპაცია დროებითია და უკრაინას დაუბრუნდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტი ონლაინ 23 აგვისტოს გაიმართება. უკრაინა ყირიმის განთავისუფლების შემდეგ ეკონომიკური აღდგენის გეგმას ამზადებს.