გერმანული თავდაცვის კონცერნი Rheinmetall-ი, 2030 წლისთვის ევროპის ქვეყნებისთვის 500-მდე ტანკის მიწოდებას გეგმავს.
ამის შესახებ Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ივნისში ახალი ტანკის Panther-ის პრეზენტაციის შემდეგ, მასზე დიდი მოთხოვნაა“, - განაცხადა პაპერგერმა.
„ევროპაში 2030 წლისთვის 8000 ტანკიდან დაახლოებით 1000 შეიცვლება. ჩვენს ახალ Panther-ის ტანკთან ერთად გვინდა მივაწოდოთ მინიმუმ ნახევარი, ანუ დაახლოებით 500 ერთეული აღჭურვილობა", - თქვა მან.
მისი თქმით, ახალი მოდელი 20-ზე მეტ ქვეყანას შესთავაზეს.
Rheinmetall-მა, Panther KF51 ტანკი 13 ივნისს Eurosatory-ის შეიარაღების საერთაშორისო შოუზე, როგორც Leopard-2-ის მემკვიდრე, ისე წარმოადგინა. ამ მოდელის სერიული წარმოება ჯერ არ არის დადგენილი. წარმოების დაწყება იგეგმება ორი წლის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ მსხვილი დამკვეთი გამოჩნდა.