თურქეთში, სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა.
თურქულმა მედიამ გაავრცელა კადრები, რომლის თანახმად, სატვირთო მანქანა ხალხის მასისკენ უკონტროლოდ მიემართება, ხალხი კი გაქცევას ცდილობს.
Anadolu-ს ცნობით, სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა. მისივე ცნობით, ეს იყო მეორე შემზარავი ავარია, რომელიც თურქეთში მოხდა. იმავე დღეს, გაზიანთეფის პროვინციაში ავტომობილების შეჯახებას კიდევ 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.