ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში ვერტმფრენი ჩაერთო

ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში ვერტმფრენი დღეს დილიდან ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაო გრძელდება.

გუშინ, ზოვრეთში სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა და დაკვამლიანებაც შეინიშნებოდა.

ტელეკომპანია „ბორჯომის“ ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 2-3 ჰექტარზეა გავრცელებული. ტერიტორია არის კლდოვანი და მიუვალი, რის გამოც ტექნიკის ადგილამდე მიყვანა იყო გართულებული.

Europetime-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის ახალი კერების გაჩენის საფრთხე არ არსებობს.