აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ანკარას აფრთხილებს, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად თურქეთის გამოყენებას ცდილობს.
„19 აგვისტოს ხაზინის მდივნის მოადგილე უოლი ადეიემო თურქეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს იუნუს ელიტასს ესაუბრა, რათა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფართო მრავალმხრივი სანქციების აღსასრულების მიზნით მიმდინარე ძალისხმევა განეხილა.
მდივნის მოადგილე ადეიემომ გამოთქვა შეშფოთება, რომ რუსული იურიდიული და ფიზიკური პირები ცდილობენ, გამოიყენონ თურქეთი შეერთებული შტატებისა და 30 ქვეყნის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად”, – ნათქვამია შტატების განცხადებაში.