უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის გადაწყვეტილებაზე, მოსკოვიდან აბუ დაბის მიმართულებით ფრენების განახლების გადადების შესახებ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ევროპულ კომპანიას უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობა ბიზნესისთვის თვითმკვლელობაა.
„მალევე მიხვდნენ, რომ ბარბაროსების მხარდაჭერა არა მოგება, არამედ განადგურებული რეპუტაცია. ევროკავშირის კომპანიებს უნდა ახსოვდეთ, რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობა - თვითმკვლელობაა ბიზნესისთვის", - აღნიშნა პოდოლიაკმა.