ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშის თანახმად, სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემდეგ, რუსი საოკუპაციო ძალები სავარაუდოდ, ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების გაძლიერებას განიხილავენ და ასეთმა ზომებმა შესაძლოა, რუსული ძალები ფრონტის ხაზს დააშოროს. ამერიკული ორგანიზაცია აზუსტებს, რომ ISW რუსეთმა შესაძლოა, ჯარები ფრონტის ხაზებიდან ოკუპირებული ყირიმის დასაცავად გადაიყვანოს.
მისივე თანახმად, რუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ ღერძზე წარუმატებელი შეტევები განახორციელეს.
„რუსულმა ძალებმა სცადეს შეზღუდული, წარუმატებელი თავდასხმების განხორციელება ხარკოვის ჩრდილოეთით. რუსეთის ძალებმა ვერ მიაღწიეს წინსვლას ხერსონის ჩრდილო-დასავლეთით და მიკოლაივის აღმოსავლეთით რამდენიმე თავდასხმის შემდეგ.
უკრაინული ძალები აგრძელებდნენ იერიშებს. რუსეთის ძალები და მარიონეტულ რეჟიმები აგრძელებენ მობილიზაციის მცდელობებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა კვლავ გაუარესდა, რაც მიუთითებს არაეფექტიან მმართველობაზე.