უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავსტრიას მოუწოდებს, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვენაში, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. ამის შესახებ სპიკერმა ოლეჰ ნიკოლენკომ განაცხადა.
„რუსეთის ელჩი მიხაილ ულიანოვი მოუწოდებს უკრაინელი ერის ლიკვიდაციისკენ. ეს გენოციდური ენა შემწყნარებლობას არ იმსახურებს. მოვუწოდებთ ვენის მთელ დიპლომატიურ საზოგადოებას, ბოიკოტი გამოუცხადოს ულიანოვს, ხოლო მასპინძელ ქვეყანას, ავსტრიას - გამოაცხადოს ის პერსონა ნონ გრატად“, - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა.
„რატომ არის მნიშვნელოვანი: არავითარი წყალობა უკრაინის მოსახლეობას", - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მიერ Twitter-ზე განთავსებულ პოსტს ულიანოვი, რომელშიც ზელენსკი აშშ-ს დამატებითი სამხედრო დახმარებისთვის მადლობას უხდიდა.
მოგვიანებით, რუსეთის წარმომადგენელი ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. თავის მხრივ, ავსტრიის საგარეო უწებამ აღშფოთება გამოხატა.