პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი თურქეთს ეწვევა, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს თავის კოლეგა რეჯეპ თაიფ ერდოღანთან. თურქული მედიის ინფორმაციით, მხარეები პალესტინაში განვითარებული მოვლენებს, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.
მისივე თანახმად, ვიზიტი სამდღიანია. Anadolu ამ ინფორმაციის გავრცელებისას პალესტინის ელჩის კომენტარს ეყრდნობა, რომელიც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Wafa-მ გამოაქვეყნა.